მოცულობითი ასოები

რა არის მოცულობითი ასოები?

მოცულობითი ასოები გარე რეკლამის ერთ-ერთი გავრელებული ფორმაა. გამოიყენება როგორ შიდა სივრცში ისე ფასადზე. სარეკლამო დატვირთვის გარდა, მოცულობითი ასოები, ფასადის დახვეწილი დიზაინის სრულ კომპოზიციაში იღებს გადამწყვეტ მონაწილეობას.
გარდა ფასადისა, მოცულობითი ასოების გამოყენება შეიძლება როგორც ჭერზე ისე იატაკზე დასადგმელად.

მოცულობითი ასოების, ისევე როგორც სხვა ტიპის გარე რეკლამაში ( მანათობელი ყუთი/ლაითბოქსი/lightbox) დიზაინში, ზომებსა და ფერებში შეზღუდული არ არის მომხმარებელი.

ფართოდ გავრცელებული სახეობებიდან არსებობს ორი ტიპის მოცულობითი ასოები: განათებით და განათების გარეშე. განათებული მოცულობითი ასოები დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ასრულებს ღამის საათებშიც.

რითი მზადდება მოცულობითი ასოები?

მოცულობითი ასოების დასამზადებლად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რამდენიმე მასალა, დამოკიდებულია იმაზე განათებით მზადდება თუ განათების გარეშე.

განათებული მოცულობითი ასოებისთვის საჭიროა გამოვიყენოთ უკანა ფასადისთვის პვხ/პვც, რაზეც თავისმხრივ დამაგრდება, განათებისთვის აუცილებელი კომპონენტი, დიოდი/ შუქდიოდი, გვერდებისთვის გამოიყენება პვხ ან ორგმინა ( გვერდების განათების შემთხვევაში), ხოლო წინა მხარეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ორგმინა (ორგანული მინა) რაზეც დაეკრობა შესაბამისი ფერის არაკალი.

მოცულობითი ასოები, რომელიც მზადდება განათების გარეშე მზადდება სხვადასხვა სარეკლამო მასალებისგან, როგორიცაა ალუმინის კომპოზიტური პანელი/ალუკაბონდი/დიბონდი, ასევე პვხ/პვც, გრავერი, ორგმინა. განათების გარეშე მოცულობითი ასოები შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ზომის, ფორმის, ფერის, ასევე დასადგამი ან მისამაგრებელი სხვადასხვა სახის ფასადზე.

როგორ ხდება მოცულობითი ასოების შეკვეთა?

მოცულობითი ასოების დამზადება ინდივიდუალურია და მაქსიმალურად გათვალისწინებულია მომხმარებლის მოთხოვნები. ფასადიდან გამომდინარე შესაძლებელია კონკრეტული მოცულობითი ასოებისთვის მასალების შერჩევა და დახვეწილი ხარისხიანი რეკლმის შეთავაზება.

შესრულებული პროექტები

დაგვიკავშირდით

ჩვენს გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სარეკლამო სფეროში, დაგვირეკეთ ეხლავე და მიიღეთ ხარისხი მომსახურება.